Thursday, November 1, 2012

ვენის კლასიკოსები


                              პროექტი






პროექტის სახელწოდება:  "ვენის კალასიკოსები “
პროექტის მთავარი იდია: ბავშვები გაეცნობიან კლასიციზმის პერიოდს მუსიკაში.
პროექტის აქტუალობა:  ბავშვები მიეჩვევიან  სანოტო ჩანაწერების გამღერებას, გაარჩევენ ერთმანეთისგან სხვადასხვა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, საკარვების ჟღერადობას.
პროექტის მიზნები: მარტო და სხვებთან ერთად სიმღერის, შემოქმედებით პროცესებში აქტიური მონაწილეობის, ახალი ტერმინების სწორად გააზრება-გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება. კლასიციზმის მუსიკალური კულტურისა და საკარვების გაცნობა, მუსიკის მოსმენით მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა, მუსიკალური ნაწარმოებების შესრულების სხვადასხვა ფორმების გაცნობა და მათი პრაქტიკული გამოყენება, მუსიკის გამომსახველი საშუალებების შესწავლა.
მონაწილეთა ასაკი; lXკლასი. 15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა;   2კვირა
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვები დაიმახსოვრებენ და  გაარჩევენ ერთმანეთისგან ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს . გაიგებენ რომელ  კომპოზიტორს რა წვლილი მიუძღვის სხვადასხვა ჟანრის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.  შეადარებენ ერთმანეთს კლასიკური და თანამედროვე ორკესტრის შემადგენლობას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლის წიგნი, აუდიო დისკი, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი აცნობს მოწაფეებს კლასიციზმის პერიოდს მუსიკაში.აცნობს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ჟანრებს. მის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლებს: ჰაიდნს, მოცარტს და ბეთჰოვენს, რომლებმაც მთელი ეპოქა  შექმნეს მუსიკის ისტორიაში. გააცნობს , თუ რატომ ეწოდათ ვენის კალასიკოსები. მასწავლებელი ავალებს  ჯგუფური პროექტის მონაწილე  3 მოსწავლეს მოამზადონ პრეზენტაციები თითოეული კომპოზიტორის შემოქმედებაზე. ამავე დროს ერთად მოისმენენ მათ ნაწარმოებებს და გამოხატავენ თავიანთ შთაბეჭდილებებს მასწავლებელი დაავალებს ბავშვებს რომ გაიმღერონ ის ადგილები მოსმენილი ნაწარმოებებიდან, რაც ყველაზე მეტად მოეწონათ დაამახსოვრდათ. მასწავლებელი ურჩევს მოსწავლეებს, რომ ყურადღება  გაამახვილონ მაშინდელი ორკესტრის შემადგენლობაზე და შეადარონ თანამედროვე სიმფონიური ორკესტრის  შემადგენლობას. ურჩევს მოიძიონ  ინტერნეტში შესაბამისი სურათები და იმფორმაციები. ბავშვები დაინაწილებენ თემებს და დაიწყებენ მუშაობას. პროექტის პრეზენტაციის დროს ბავშვები წარადგენენ თავიანთ ნამუშევარს, სადაც ჩართული იქნება მოსასმენი მასალაც. გამოიყენებენ  ვიზუალურ მასალასაც- ფოტო  და ვიდეო ჩანაწერს. თითოეული თემის პრზენტაციის შემდეგ დრო დაეთმობა კითხვა-პასუხს. ბავშვები შეეცდებიან  ჩაამოაყალიბონ საკუთარი აზრი და შეძლონ მისი დაცვა.
საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ კავშირი: ხელოვნება, ისტორია, გეოგრაფია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:         
     lX.4. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტში მონაწილეობა.
  lX.5. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების გაანალიზება.                                 
lX.6. მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუში ან    მუსიკოსის შემოქმედება.
lX.8. მოსწავლეს შეუძლია მუსიკალური ნაწარმოების სტრუქტურული და სახეობრივი მხარეების დახასიათება.
lX.9. მოსწავლე აცნობიერებს მუსიკის როლს საზოგადოების ცხოვრებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: მარიანა ელიაშვილი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: marinaeliashvili@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://marinaeliashvili.blogpost.com

No comments:

Post a Comment